ოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი ტურისტი დაჭრეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში, პანსიონატის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ორი რუსი ტურისტი დაიჭრა.
როგორც ე.წ. მილიციაში აცხადებენ, ცეცხლი 1978 წელს დაბადებულმა, გუდაუთის რაიონში მცხოვრებმა, დმიტრი ფილიამ გახსნა.
ინციდენტი პანსიონატის ტერიტორიაზე მდებარე რესტორან “აფსნიში” მოხდა.
ე.წ. ძალოვნების ინფორმაციით, ფილიას კამათი მოუვიდა რუსეთის ორ მოქალაქესთან, რის შემდეგაც მან დაუდგენელი პისტოლეტიდან გასროლა განახორციელა.
როგორც რუსეთის საელჩოში განაცხადეს, დაჭრილები ტურისტები იყვნენ, ისინი ჯერ გაგრის და შემდგომ სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფილია დაკავებულია, ადრე ის იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო დაკავებული. დაჭრილია თავად ფილიაც, რომელსაც ტყვიის ანასხლეტი მოხვდა. ამჟამად, ის სოხუმის საავადმყოფოში იმყოფება.