ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში პომპეის საგანძური გამოიფინება

ივლის-აგვისტოში, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა  – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიის ამსახველი ეპიზოდი.

განახლებულ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები