ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეიდან დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების სავალდებულო რეჟიმი გააუქმა.

ამასთან, არსებობს გამონაკლისები: ნიღბები სავალდებულო რჩება მათთვის, ვინც კარანტინში იგზავნება, აგრეთვე, გერიატრიული დაწესებულებების თანამშრომლებისა და პაციენტებისათვის.

აღნიშნულია, რომ შემუშავდება სპეციალური ინსტრუქციები ექიმებისთვის, რომელ პაციენტებთან კონტაქტის დროს დასჭირდებათ მათ დამცავი აღჭურვილობის ტარება.

აპრილში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა ნიღბების სავალდებულო ტარება ღია სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები