კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 586, იმერეთში – 131, ქვემო ქართლში – 81

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარაში – 56, იმერეთში – 131, ქვემო ქართლში – 81, შიდა ქართლში – 58, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 53, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156 საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 733, აჭარაში – 260, იმერეთში – 384.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 677 პირი, მათ შორის, თბილისში – 308, აჭარაში – 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 10, იმერეთში – 12. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 – თბილისში, 225- აჭარაში. 5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები