ზელენსკი – ნატო-ს გადაწყვეტილებაზე: მადლიერნი ვართ, მაგრამ კონკრეტული თარიღი ვერ დავინახეთ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატში განაცხადეს, რომ დადებითად აღიქვეს ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში ნათქვამია – ”მადლიერნი ვართ ნატო-ს წევრების სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც სრულად დაადასტურა ნატო-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება. ამავე დროს, მიმდინარე სამიტის გადაწყვეტილებას არ გააჩნია კონკრეტული ვადები ჩვენი ნატო-სთან დაახლოების შემდეგი ნაბიჯებისთვის, რომლის იმედიც გვქონდა”.

მან პირობა დადო, რომ უკრაინა გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა შემდგომში დააკმაყოფილოს ურთიერთქმედების სტანდარტები ნატო-ს წევრ ქვეყნებთან.

ალიანსის ბრიუსელის სამიტის შედეგების კომუნიკეში უკრაინასთან დაკავშირებით პირველად იქნა გამოყენებული იგივე ფორმულირებები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით 2018 წლიდან ისმის – რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და MAP-ი იქნება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები