ჩინეთში ნატო-ს კრიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს

“ჩინეთი აღშფოთებით უარყოფს ნატო-ს მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აზვიადებს პეკინიდან მომდინარე საფრთხეს და ამით დაპირისპირებისკენ მიდის”, – ნათქვამია ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს ​ ალიანსს, რაციონალურად დააკვირდეს ჩინეთის განვითარებას, შეაჩეროს სხვადასხვა სახის ”საფრთხეების თეორიების” გავრცელება და არ გამოიყენოს პეკინის “ლეგიტიმური ინტერესები და უფლებები, ხელოვნური” შეტაკების საბაბად.

ნატო-ს ბრიუსელის შემაჯამებელ დეკლარაციაში აღინიშნა, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა და პეკინის მიერ გატარებული საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება, გამოწვევების მიზეზი გახდეს, რომლებზეც ალიანსმა უნდა მოძებნოს პასუხი. ბლოკში ხაზს უსვამენ, რომ პეკინის “იძულების პოლიტიკა” ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ნატო-ა დაფუძნებული”.

ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამიტის დროს მოუწოდა დანარჩენ მონაწილეებს, იპოვონ სწორი ბალანსი ჩინეთთან ურთიერთობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები