არჩილ თალაკვაძე: მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად
დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის განვითარება გაგრძელდება ჩვენი გუნდის ლიდერობით და ის მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, ასევე დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს, როდესაც ის აბარებს მოქალაქეებს ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა დედაქალაქში, ესაა დემოკრატიის ნაწილი, ანგარიშვალდებულების სტანდარტი, რომელიც კახა კალაძეს ყოველთვის ჰქონდა, ამიტომ მიიღო მაღალი მხარდაჭერა.
დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი, ისარგებლებს მოქალაქეების მაღალი მხარდაჭერით. ამას განაპირობებს ის, რომ ის არის საქმის მკეთებელი, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ადამიანი. მეორე მხრივ, ის ყოველთვის აფიქსირებს თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან“,- განაცხადა თალაკვაძემ.