მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის მქონე კაცი გარდაიცვალა

ინდოეთში, მიზორამას შტატში 76 წლის ზიონა ჩანა გარდაიცვალა, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახით.

ჩანს 38 ცოლი, 89 შვილი და 36 შვილიშვილი ჰყავდა.

როგორც მთავარმა მინისტრმა, მიზორამა ზორამტხანგმა სოციალურ ქსელში დაწერა, სოფელი ბაკტაუნგ ტლანგნუამი ამ ოჯახის გამო, ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო.

მედია წერს, რომ ჩანს შაქრის დიაბეტი ჰქონდა, ასევე მას ჰიპერტონია აწუხებდა.

ცნობილია, რომ ოჯახი ოთხსართულიან სახლში ცხოვრობს. მასში 100 ოთახია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები