სლოვენიის პრემიერმა ნატო-ს გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა

სლოვენიის პრემიერმა, იანეზ იანშამ ნატო-ს გაფართოების აუცილებლობაზე, ბრიუსელში, ალიანსის სამიტზე მისვლის დროს განაცხადა.

”ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან თუ ნატო არ გაფართოვდა, ამას სხვა გააკეთებს – და ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოში”, – თქვა იანშამ.

მან ასევე მოუწოდა ალიანსს შეინარჩუნოს თავისი ტექნოლოგიური უპირატესობა.

”ჩვენ სულ მცირე ერთი თაობით უნდა ვიყოთ წინ,” – დასძინა სლოვენიის პრემიერმა.

ბრიუსელში, ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამიტი დაიწყო.

ღონისძიების გახსნი დროს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ “მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს უსაფრთხოების დღევანდელ გამოწვევებს, მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა არ არიან მარტო, ჩვენ ვართ ნატო-ში გაერთიანებული. როდესაც გაერთიანებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენი უსაფრთხოების ნებისმიერ გამოწვევას. დღეს ჩვენ ალიანსის ისტორიის ახალ გვერდს ვხსნით, ახალი ინიციატივის ”ნატო -2030”-ის დამტკიცებით – მომავლის ტრანსატლანტიკური დღის წესრიგს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები