კელი დეგნანი: ზაზა გახელაძის შემთხვევა არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში
“მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა 2008 წლის შეთანხმება უნდა შეასრულოს.
„მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში. ამას თავის შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და უნდა შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება”, -განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე სეპარატისტებმა გასული წლის 11 ივლისს კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს, რა დროსაც ოკუპანტებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 2021 წლის 5 თებერვალს კი ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალებმა ის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) ცნო დამნაშავედ.