ნატო-ს 2022 წლის სამიტი ესპანეთში ჩატარდება

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ინფორმაციით, ნატო-ს 2020 წლის სამიტი ესპანეთში ჩატარდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში, სამიტზე მისვლის დროს განუცხადა.

”ლიეტუვა მზადაა უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და მზად არის ნატო-ს შემდეგ სამიტს უმასპინძლოს, 2022 წელს ესპანეთში სამიტის შემდეგ”, – თქვა ნაუსედამ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომდევნო სამიტის გამართვის თარიღი და ადგილი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.

შეხვედრაზე განიხილება ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია 2030 წლამდე, ასევე რუსეთი, ჩინეთი, ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, ასევე კიბერსივრცესა და კოსმოსში საფრთხეებთან ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები