ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ოკუპირებული გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის ნაწილსა და გაგრის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც “ჩერნომორენერგოში” აცხადებენ, ამის მიზეზია “ენგურჰესის” გენერატორების ავარიული გაჩერება.

აღინიშნება, რომ ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები