„ორი ქართველი გენერლის იარაღის კოლექცია“ – ტური ეროვნულ მუზეუმში

16 ივნისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიური კოლექციების უფროსი კურატორის, ისტორიის დოქტორის, მამუკა ქაფიანიძის ტური – „ორი ქართველი გენერლის იარაღის კოლექცია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურის განმავლობაში მამუკა ქაფიანიძესთან ერთად, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს მუზეუმში მიმდინარე გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთებისა და გენერალ ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექციების გამოფენები.
ტურზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია: shorturl.at/gquzT
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | შ. რუსთაველის გამზ. 3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები