გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმის გაუქმების მომხრეა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 568-ით ნაკლებია. გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 3 723 294 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 10 პაციენტი შეეწირა, ჯამურად, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 89 844-მდეა გაზრდილი.

ამ ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი პირბადის ტარების რეჟიმის მოხსნით წინადადებით გამოვიდა.

”ეტაპობრივად უნდა ვიმოქმედოთ: პირველ ეტაპზე შეგვიძლია, ქუჩაში ნიღბების ტარების მოთხოვნა შეგვიძლია გავაუქმოთ”, – თქვა მან Funke-თან საუბარში.

მისივე თქმით, იმ რეგიონებში, სადაც ინფიცირების ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ვაქცინაციის მაღალი დონე, შესაძლებელია ნიღბების ტარებაზე უარის თქმა უკვე დახურულ სივრცეებშიც.

გარდა ამისა, დღეიდან სრულად აცრილი გერმანიის მოქალაქეები აფთიაქებში კოვიდ-სერთიფიკატის მიღებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები