G7 ჩინეთის საწინააღმდეგო გლობალურ პროექტს შექმნის

G7 ქვეყნის ლიდერები სამიტზე ჩინეთის საწინააღმდეგო გლობალური პროექტის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თეთრი სახლი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, G7​-ის ლიდერებთან ჩინეთთან მეტოქეობა და ასევე საშუალო და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტული მოქმედებები განიხილა.

როგორც G7-ის ლიდერებმა აღნიშნეს, ინიციატივას ეწოდება „აღვადგინოთ მსოფლიო მისი საუკეთესო სახით, ის მოიცავს ლათინოამერიკის, კარიბის ზღვის აუზს აფრიკამდე და ინდო-წყნარ ოკეანის რეგიონებს.

როგორც ცნობილია, ინიციატივა – ჩინური საერთაშორისო ინიციატივის „ერთი ქამარი, ერთი გზა“-ს ტოლფასი უნდა გახდეს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთი სხვა ქვეყნებს სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნების შექმნაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები