ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკების მცირე ნაწილი გადასცა

სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკების მცირე ნაწილი გადასცა და მზად არის შემდგომი მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ზოგიერთმა ოპოზიციურმა წრეებმა დაიწყეს საუბარი, რომ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადავეცით აზერბაიჯანს და რომ შესაძლებელი იყო ჩვენი ყველა სამხედრო ტყვეს დაბრუნების უზრუნველყოფა. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გადავეცით რუკები, მაგრამ ეს არის მცირე ოდენობა იმ რუკებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში ჩვენ გავცვალეთ ასეთი რუკები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სომხეთისთვის პრიორიტეტულია.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე. ამისთვის აუცილებელია რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება. ჩვენ რუსეთთან, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში, გავაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. დღეს ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს პარტნიორებთან იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც სოტკ-ხოზნავარის სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს“, – განაცხადა ფაშინიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები