“მოხარული ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და აშშ-სთან” – ეუთო-ს თავმჯდომარე სომეხი სამხედროების გათავისუფლებაზე

ეუთო-ს თავჯდომარე ან ლინდე, აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლებას მიესალმება. ლინდემ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ მოხარულია იმუშაოს საქართველოსთან და აშშ-სთან.

“მივესალმებით 15 დაკავებულის დაბრუნებას და იმ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც ხელს შეუწყობს განაღმვის სამუშაოებს. ნდობის აღდგენის ეს ზომები ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით. მოხარული ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და აშშ-სთან”, – წერს ან ლიდე.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ 12 ივნისს, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები