18 წლის დარნელა ფრეზიერს, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ვიდეოზე გადაიღო, პულიცერის პრემია მიენიჭა

18 წლის დარნელა ფრეზიერს, რომელმაც მინესოტაში შავკანიან ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ვიდეოზე გადაიღო, პულიცერის პრემია მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„დარნელა ფრეზიერმა მამაცურად გადაიღო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა და ამ ვიდეომ მსოფლიოს მასშტაბით პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ პროტესტების ტალღა გამოიწვია. დარნელა ფრეზიერის გადაღებულმა ვიდეომ ხაზი გაუსვა სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში მოქალაქეთა მნიშვნელოვან როლს“, – აცხადებს პულიცერის პრემიის ჟიურის წევრი ამინდა მარკეს გონსალესი.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. მოსამართლე სასჯელის ზომას 8 კვირის განმავლობაში დაასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები