G7-ის ლიდერები ახალ პანდემიებს შეებრძოლებიან – რას გულისხმობს შემუშავებული დეკლარაცია

დიდი შვიდეულის ლიდერები „ჯანმოს“ რეფორმირების გზით, ვაქცინის შემუშავების ვადების შემცირებით და ასევე მკურნალობისა და დიაგნოსტირების ეფექტური მეთოდების შემუშავებისთვის, COVID-19-ის პანდემიის განმეორებისგან თავის დასაცავად, დეკლარაციას მოაწერენ ხელს. აღნიშნულის შესახებ ინფომრაციას The National News ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დეკლარაციას იგივე სახელი ექნება, რაც ქალაქს, სადაც ამაჟამად G7 ლიდერების შეკრება მიმდინარეობს,-„კარბის-ბეის დეკლარაცია“.

„G7-ის ჯგუფი ავსტრიის, სამხრეთ კორეის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად და ასევე გაეროს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერიშთან ერთად საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას დაიცვან მსოფლიო მომავალში კორონავირუსის საფრთხისგან“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დეკლარაცია მოიცავს რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვა ქვეყნის ლიდერები და ორგანიზაციები იმისთვის რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება მორიგი ეპიდაფეთქების შემთხვევაში.

„სტრატეგიის თანახმად ქვეყნები ყურადღებას გაამახვილებენ დროის შემცირებაზე ლიცენზირებული ვაქცინის , ასევე მკურნალობისა და დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავებისას. ქვეყნებმა ასევე პასუხისმგებლობა აიღეს გააძლიერონ ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გლობალური ქსელები და შეუწყონ ხელი „ჯანმოს“ რეფორმირებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
Aa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები