ნინო ლაცაბიძე დავით კირკიტაძეს – ექვსი შვილის დედა პარლამენტში ექვსი საათი ალოდინეთ, თქვენი სამწუთიანი გამოსვლა უფრო შთამბეჭდავი, რომ ყოფილიყო

„რუსთავში არჩევნებზე რუსთაველებმა გაგცეს პასუხი, აქ, მე ვაპირებ, გიპასუხოთ. გუშინ ძალიან ემოციურად გამობრძანდით და ახსენეთ, რომ გარდაბნის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა. მე ვესაუბრე მათ და დამიდასტურეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ჩართულობა საჭირო არ არის. არ ვიკადრებ ტყუილს, უბრალოდ გეტყვით, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობთ და, როცა ჩვენი მხარდაჭერა იქნება საჭირო, გარწმუნებთ, აუცილებლად ჩავერთვებით”, – ასე მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლაცაბიძემ ნაცმოძრაობის დეპუტატს დავით კირკიტაძეს.

ნინო ლაცაბიძე პლენარულ სესიაზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა, სადაც დავით კირკიტაძემ რამდენიმე საათის განმავლობაში ექვსი შვილის დედა პარლამენტში მხოლოდ იმისთვის ალოდინა, რომ მისი სამწუთიანი გამოსვლა უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო.

“თქვენ არ ხართ რუსთაველი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით რუსთავში. რუსთავი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და თითოეული ადამიანი, ვინც დღეს მოიყვანეთ, ჩემთვის კარგადაა ნაცნობი. ძმები მგელაძეები, რომლებიც ჩემს ქუჩაზე ცხოვრობენ, ქალბატონი ნონა, რომელიც ძალიან აქტიური ქალბატონია. ჩვენ ყველას ჩვენი ურთიერთობები გვაქვს. რაც თქვენ გამოხვედით, ვზივარ და ვფიქრობ კიდევ ერთ რამეზე, იმის გარდა რომ ვართ პოლიტიკოსები, ჯერ ვართ ადამიანები. ქალბატონი თამარი, რომელიც მოიყვანეთ, ექვსი შვილის დედაა და გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე პირობებში უხდება ცხოვრება. ქალბატონი თამარი არის ჭიათურაში რეგისტრირებული. თქვენ შეგეძლოთ, ჩაგესვათ მანქანაში და მიგეყვანათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც შესაბამისად დაეხმარებოდნენ. ამის ნაცვლად, თქვენი სამწუთიანი გამოსვლა უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო, ექვსი შვილის დედა ექვსი საათი ალოდინეთ იმისთვის, რომ გეთქვათ, რომ ქალბატონი თამარი ვერ იღებს მუნიციპალურ სერვისებს. ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჭიათურაშია რეგისტრირებული.

ბატონი გიორგი, ახალგაზრდა სტუდენტი, რომელსაც შეიძლება უჭირდა აქ მოსვლა და მის სოციალურ საკითხებზე საუბარი. რუსთავის მერია 460 სტუდენტს დღესაც აფინანსებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო სერვისების გარდა მუნიციპალიტეტმა მის მოქალაქეებზე და მის სტუდენტებზე იზრუნოს. თქვენ შეგეძლოთ გიორგისთვის გეთქვათ, რომ მოემართა მუნიციპალიტეტისთვის ან უბრალოდ ჩემთვის გეთქვათ ეს ყველაფერი. მე მინდა რომ თქვენთან ერთად სხვა კოლეგებსაც ვუთხრა და არა ერთ თქვენს კოლეგას მოუმართავს აქამდე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება ბავშვის ჯანმრთელობას განსაკუთრებით, სწავლას, განათლებას და ჩემი ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი, ამისთვის ნუ გამოიყენებთ ტრიბუნას და ნუ იტყვით, რომ ბავშვი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ არ ვეხმარებით.

ნუ მოაცდენთ ექვსი შვილის დედას, ნუ ალოდინებთ ექვსი საათი იმისთვის, რომ თქვენი სამ წუთიანი გამოსვლა იყოს უფრო ეფექტური და სხვა შემთხვევაში თქვენი პარტაქტივის გარდა ურთიერთობა თუ დაგჭირდებათ მოსახლეობასთან თუ აქ არ ვარ, ვარ რუსთავში შეხვედრებზე, შემიძლია გაგიყოლოთ და უშუალოდ პარტაქტივისგან კი არა, მოსახლეობისგან გაიგოთ პრობლემები”,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები