ავარია გორი-კასპის გზაზე – დაშავებულია 4 ადამიანი

გორი-კასპის მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე, სოფელ დოესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხიადამიანი დაშავდა.

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კლინიკა ,,გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, ,,გორმედში“ ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირია შეყვანილი. ორივე მათგანს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ექიმის განცხადებით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები