G7-ის გამართვის მახლობლად 7 ადამიანი დააკავეს

ბრიტანელმა პოლიციელებმა კორნუოლის საგრაფოს ქალაქ ჰეილში ორი ავტომობილი გააჩერეს და მასში ყუმბარები და ხმის გამაძლიერებლები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ავტომობილები იმ ადგილთან ახლოს არის გაჩერებული, სადაც დღეს “დიდი შვიდეულის” სამიტი იწყება.

“შვიდი ადამიანი იქნა დაკავებული, როდესაც პოლიციამ ორი მანქანა ქალაქ ჰეილში გააჩერა. ჩხრეკისას ამოღებულია საღებავი, ყუმბარები და ხმის გამაძლიერებლები”, – განმარტა პოლიციამ Twitter- ზე.

აღინიშნება, რომ დაკავებულია 4 მამაკაცი და სამი ქალი, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებისა და დანაშაულებრივი ქმედების მცდელობისთვის, რომელთა მიზანი ზარალის მიყენებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები