გიორგი ხოჯევანიშვილი: ამ ბრალდებების ავტორები ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია
“აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც ჩვენ მიმართ ისმის ბოლო პერიოდში”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ხოჯევანიშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, საქმეს მიხედონ.
„აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც ჩვენ მიმართ ისმის ბოლო პერიოდში. ეს პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენ გააქტიურებასთან. უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან. მათ მოვუწოდებდი, საქმეს მიხედონ, ქვეყნისთვის იფიქრონ და დროს ნუ დახარჯავენ უსაფუძვლო ბრალდებების გამოგონებაზე. ამ ბრალდებების ავტორები ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია. დღეის მდგომარეობით, ყოველდღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, რაც განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა მსგავსი აბსურდული საუბრით სურთ“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.