ინდოეთში “შავი ობის” შემთხვევების რიცხვი სამი კვირის განმავლობაში 150%-ით გაიზარდა

ინდოეთში მუკორმიკოზით დაავადების შემთხვევები სამი კვირის განმავლობაში 150%-ით გაიზარდა და 31 216-ს მიაღწია, 2 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას NDTV სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული მონაცემებით, დაავადებისგან ყველაზე მეტად მაჰარაშტრას შტატი დაზარალდა, სადაც დაავადების 7 057 შემთხვევა გამოვლინდა, 600-ზე მეტი პირი გარდაიცვალა.

ასევე, დაზარალებულ “სამეულში” შედის გუჯარათის შტატი, სადაც შემთხვევათა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა, 300-ზე მეტი გარდაცვლილია. მესამე რაჯასტანია, სადაც ინფექციების რაოდენობამ თითქმის 3 ათასს მიაღწია, 188 პირი გარდაიცვალა.

აღინიშნა, რომ დაავადების სწრაფი გავრცელების მიზეზი არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატ “ამფოტერიცინ-B”-ს მწვავე უკმარისობა, ასევე, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები