ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სარჩელის შემთხვევაში საქართველო გამარჯვებული გამოვა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სარჩელის შემთხვევაში გამარჯვებული იქნება.
„ეს სარჩელი შეჩერებული იყო იმის გამო, რომ საქართველოს სხვა სარჩელის ჰქონდა შეტანილი, რომელიც იანვარში დაკმაყოფილდა.
ახალი სარჩელი მოიცავს გადაადგილების უფლების შეზღუდვას, წამების ფაქტებს, მათ შორის, საკუთარ სახლებში გადაადგილების შეზღუდვას. მთელი რიგი უფლებებია, რომელსაც რუსეთი არღვევს. იმის გათვალისწინებით, რომ წინა სარჩელი მოვიგეთ, დიდი იმედი მაქვს, ამ სარჩელის შემთხვევაშიც საქართველო გამარჯვებული გამოვა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა.