ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ბეწვით ვაჭრობა აიკრძალა

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ბეწვით ვაჭრობა აიკრძალა, – წერს The Jerusalem Post-ი.

როგორც ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა, გილა გამლიელმა განაცხადა, ბეწვის ინდუსტრია ასობით მილიონობით ცხოველს კლავს მთელს მსოფლიოში.

პოლიტიკოსმა ხელი მოაწერა კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს, რომლებიც ძალაში ექვს თვეში შევა. გამლიელის თქმით, მოდისთვის ცხოველთა ტყავისა და ბეწვის გამოყენება არის ამორალური და ამის საჭიროება არ არსებობს.

მისი თქმით, ახალი წესები უფრო უსაფრთხოს გახდის ისრაელის ბაზარს გარემოსა და ცხოველებისთვის.

მანამდე, ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ გამოაქვეყნა სარეკლამო რგოლი, რომელშიც ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა შედარებულია მოდის ინდუსტრიაში ქალის სხეულის ობიექტიფივაციის წინააღმდეგ ფემინისტების ბრძოლას.

ეთიკური მოდის დამცველები წინააღმდეგნი არიან მოდის ინდუსტრიაში ცხოველების არა მხოლოდ ტყავისა და ბეწვის, არამედ – მატყლის გამოყენების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები