ბაიდენ-პუტინის სამიტის გამო, ჟენევის თავზე საჰაერო სივრცე ჩაიკეტება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს (მთავრობა) გადაწყვეტილებით, რუსეთ-აშშ-ის სამიტის გამო, 15-დან 17 ივნისამდე ჟენევაში საჰაერო სივრცე შეიზღუდება.

ამის შესახებ მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ზომა უკავშირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები საჰაერო სივრცის გაძლიერებულ მეთვალყურეობას უზრუნველყოფენ.

“საჰაერო სივრცის გამოყენება შეიზღუდება სამშაბათს, ადგილობრივი დროით 15 ივნისს დილის 08:00 საათიდან ხუთშაბათამდე, 17 ივნისამდე -17:00 საათამდე, ერების მოედნის თავზე. აღნიშნული არ ეხება კომერციულ რეისებს, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება”, – განმარტებულია ცნობაში.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინი შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები