ტრამპი – ბაიდენს: პუტინთან შეხვედრაზე არ ჩაგეძინოთ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმᲐ მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე წარმატებები უსურვა.

”შეხვედრაზე ფხიზლად იყავით, არ ჩაგეძინოთ და გთხოვთ, პუტინს გადაეცით ჩემი საუკეთესო სურვილები”, – დასძინა მან.

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ უწოდა თავის ოპონენტს “მძინარე ჯო”.

ბაიდენისა და პუტინის სამიტი ჟენევაში 16 ივნისს ჩატარდება.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე მოხდება სტრატეგიული სტაბილურობის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო წესრიგისა და რეგიონული კონფლიქტების საკითხებს განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები