G7-ის ქვეყნები დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 1 მილიარდ დოზას გადასცემენ

დიდი ბრიტანეთის სამიტზე G7- ის ქვეყნების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისათვის 1 მილიარდი დოზა ვაქცინის მიწოდებაზე შეთანხმდებიან, – წერს Reuters-ი.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დააჩქარებდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და ღარიბ ქვეყნებს 500 მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს.

რამდენიმე საათის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ამ მიზნისთვის, სულ მცირე, 100 მილიონ დოზას გამოყოფს.

აღინიშნება, რომ 100 მილიონი დოზიდან 80 მილიონი COVAX-ს გადაეცემა, ხოლო 20 მილიონი – ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ჯონსონმა მოუწოდა G7- ის ლიდერებს, აიღონ ვალდებულება, რომ პლანეტის ვაქცინაცია 2022 წლის ბოლომდე დასრულდეს.

ინგლისის ზღვისპირა კურორტ კარბისბეიში “დიდი შვიდეულის” სამიტი დღეს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები