ბორის ჯონსონი: ჯო ბაიდენთან ერთად მუშაობა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს დიდ ბრიტანეთთან ბევრ საკითხში სურს თანამშრომლობა, მათ შორისაა უსაფრთხოების, ნატოს და კლიმატის ცვლილებების საკითხები. ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს შეხვედრაზე ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი არ წამოუჭრია. ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კორნუოლში მდებარე საზღვაო კურორტზე შედგა.

„ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაა. ეს არის ახალი და საინტერესო და ჩვენ ძალიან გულმოდგინეთ ვმუშაობთ ერთად. ჩვენი შეხვედრა 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ეს იყო გრძელი, გრძელი, კარგი შეხვედრა. ჩვენ საკითხების ფართო სპექტრი მიმოვიხილეთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი ევროპას პრეზიდენტის რანგში პირველი საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. 8 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, ნატოს სამიტს დაესწრება და ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაც გაიმართება.

პირისპირ შეხვედრამდე, ლიდერებმა მეუღლეებთან ერთად არაფორმალურ ვითარებაში სანაპიროზე გაისეირნეს. ხედით აღფრთოვანებულმა ბაიდენმა იხუმრა: „საოცარია – სახლში წასვლა არ მინდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები