ნატომ თავისი სტრატეგიული პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნატომ თავისი სტრატეგიული პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრას მიესალმება.

„ვფიქრობ, ნატო იმ სიტუაციაშია, როდესაც საჭიროა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიის საფუძვლიანად განსაზღვრა. უნდა გავარკვიოთ, საითკენ მიდის ორგანიზაცია, როგორი ურთიერთობები სურს რუსეთთან“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ნატომ უნდა განსაზღვროს თავისი სტრატეგია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მიმართ და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში.

„უნდა განვსაზღვროთ, ვინ არიან ჩვენ მტრები და სად არიან ისინი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები