საქართველოს აეროპორტების გაერთიანება: მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისა და განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის

“მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობას USAID Georgia-ს მეშვეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისა და განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, USAID-ის დახმარებით, 2020 წლიდან გადამზადდნენ აეროპორტის თანამშრომლები, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ.

“მომზადდა COVID-19-ის პროტოკოლის ვიდეო, რომელიც საქართველოში ჩამომსვლელ მგზავრებს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციებს აცნობს.

შემუშავდა ბრენდინგისა და მარკეტინგის გაძლიერების სტრატეგია, რაც აეროპორტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები