უეფა-მ უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს მაისურებიდან წარწერის – “დიდება გმირებს!” წაშლა დაავალა (ფოტო, ვიდეო)

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) უკრაინის ნაკრებს ახალი ფორმიდან პოლიტიკური ლოზუნგების მოხსნა დაავალა, რომლითაც ნაკრები ევრო 2020-ში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ უეფა-ს პრესსამსახურში განაცხადეს.

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მაისურებზე დატანილია წარწერა: “დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!”. უეფა-მ კი “დიდება გმირებს!” სლოგანსა და “დიდება უკრაინას!”-ს კომბინაციაში პოლიტიკური მოტივი დაინახა, ასევე, ისტორიული და მილიტარისტული ნარატივი.

ამასთანავე, მაისურებზე დარჩება უკრაინის რუკა დონბასისა და ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით, გაერო-ს რეზოლუციის თანახმად, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ძალაში რჩება წარწერა – “დიდება უკრაინას!”.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისის პერიოდში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები