ქართველი ახალგაზრდები იტალიაში სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან

ქართველი ახალგაზრდები – ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
კონკურსის გამარჯვებულები დღეს ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში, იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში Italian Innovation and Research Day ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიება ყოველწლიურია და ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის ხსოვნას.
შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაცია, ასევე, გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები