პენტაგონში, ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შემდეგ, საჰაერო იერიშების შესაძლებლობას განიხილავენ

პენტაგონში, ავღანეთში საჰაერო იერიშების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ქაბულს ან სხვა დიდ ქალაქს ,,თალიბების,, მხრიდან ხელში ჩაგდების საფრთხე დაემუქრება.

ამის შესახებ New York Times-ი წერს.

აღინიშნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი მთავარი თანაშემწეები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მიიჩნევდნენ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარი დატოვებს ავღანეთს, დასრულდებოდა ქვეყნის სამთავრობო ძალების საჰაერო მხარდაჭერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტერორისტული დაჯგუფების მიერ მიტანილი იერიში აშშ-ის ინტერესებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

თუმცა, New York Times-ის თანახმად, სამხედრო მაღალჩინოსნები აქტიურად განიხილავენ საკითხს, როგორ შეიძლება სწრაფი რეაგირების მოხდენა, თუ ქვეყნიდან ჯარის გაყვანა გამოიწვევს ისეთ მოვლენებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

ამასთან, New York Times-ი წერს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

განიხილება ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების ან უპილოტო საფრენი აპარატების ჩარევა მოხდეს საგანგებო კრიზისულ სიტუაციაში, როგორიცაა ქაბულის დაცემა ან ალყაში მოქცევა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საელჩოს ან შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და მოკავშირეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები