მეუფე იაკობი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: თუ რამე დარღვევა იყო, ყველაფერი აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს – ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ, გრანტებზე მონადირეები

“თუ რამე დარღვევა იყო, ყველაფერი აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს. სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამნაშავე დაისჯება.

“თუ რამე დარღვევა იყო, ყველაფერი აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს. სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ, უნდა შევეცადოთ ხოლმე… ერთია, რომ შეიძლება, ძალიან ცუდად იქცეოდე ადამიანი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ, გრანტებზე მონადირეები”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები