გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის არის პარლამენტის წევრი და იმუშავებს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი

“ოპოზიციის მხრიდან იქნება დასაფიქსირებელი პოზიცია, „არალეგიტიმურ“ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობა” უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ იქნება განხილული გადანაწილების საკითხი.

„ოპოზიციის მხრიდან იქნება დასაფიქსირებელი პოზიცია, „არალეგიტიმურ“ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა.

„ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის არის პარლამენტის წევრი და იმუშავებს პარლამენტში, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, მესამე ნაწილის თქმით კი გარდამავალი პარლამენტის წევრია, მეოთხე ამბობს, რომ საერთოდ არ უნდოდა და მეგობარ კოლეგას შემოჰყვა პარლამენტში. ჩამოყალიბდნენ და ამ შემთხვევაში შეიძლება, განვიხილოთ დანარჩენი გადანაწილების საკითხი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები