ნიკა მელია: ირაკლი ზარქუას ჰგონია, იმდენად გაბრაზებული ვარ, ბოთლს რომ მომიტანდით, თავში ჩაგარტყამდით, ეს შეიძლება, გამეკეთებინა შარშან, თანაც – დიდი სიამოვნებით
“ზარქუას ჰგონია, იმდენად გაბრაზებული ვარ, ბოთლს რომ მომიტანდით, თავში ჩაგარტყამდით, ეს შეიძლება, გამეკეთებინა შარშან, თანაც – დიდი სიამოვნებით”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას, რომელმაც მელიას სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნასთან ბოთლით წყალი მიუტანა.
მელიას თქმით, მას კარგად ესმის, თუ რა ბრძოლაშია ჩართული მეგობრებთან ერთად.
„ზარქუა არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში, ჩემი აზრით. რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება, მე გამეკეთებინა შარშან, თანაც – დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.