ლავროვმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა

“ჩინეთსა და ინდოეთთან თანამშრომლობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი უპირობო პრიორიტეტია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

”ჩვენს უპირობო პრიორიტეტებს შორის არის ჩინეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავება. წელს ჩვენ ვზეიმობთ დიდი ორმხრივი შეთანხმების 20 წლის იუბილეს”, – თქვა ლავროვმა “პრიმაკოვის კითხვებზე”.

მისივე თქმით, განსაკუთრებით პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა ინდოეთთან.

“ასე ეწოდება მას დოკუმენტებში, რომლებიც მიღებულ იქნა უმაღლეს დონეზე”, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე აფართოებს პარტნიორობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აზია-წყნარიოკეანეს ქვეყნებთან.

ჩინეთი და რუსეთი შეთანხმდნენ კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის კიდევ ერთი, ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებაზე.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ლიდერებმა 2001 წლის 16 ივლისს და იგი რატიფიცირებულ იქნა 2002 წლის 28 თებერვალს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტომატურ განახლებას ხუთი წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები