ამირან გამყრელიძე – ე.წ. კომენდანტის საათზე: დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, ორი კვირა ეპიდსიტუაციას და შემდეგ ვიმსჯელოთ

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდსიტუაციასა და ღამის საათებში გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებენ.

„დღეს იყო მსჯელობა ამ საკითხზე, ღამის კარანტინთან მიმართებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, ორი კვირა ეპიდსიტუაციას და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები