ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მაშველები თათრეთის მკვიდრს, დარია მანასოვას მდინარეში 6 ივნისიდან ეძებენ.

თვითმხილველების თქმით, ქალი რიწის ეროვნულ პარკში ხიდიდან მდინარეში გადავარდა, რადგან ხიდზე დამცავი ჯებირები არ არსებობს.

ამჟამად, სამაშველო ოპერაციაში 30 ადამიანი მონაწილეობს.

ე.წ. სამაშველო დანაყოფები გაგზავნეს ბზიფის ხეობაში, მდინარეებში – გეგასა და ბზიფში ქალი ნაპოვნი არ არის.

აღინიშნება, რომ, მაღალმთიან რაიონში ძლიერი წვიმის გამო, მდინარეების დონე ბზიფის ხეობაში საკმაოდ მაღალია, რაც სამძებრო ოპერაციას აფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები