ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის საჰაერო ძალები დაიცავს

  სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა საჰაერო სივრცის დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ შეთანხმებას ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი იახნოვციმ და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არკადი ბახინიმ ხელი უკვე მოაწერეს.
იახნოვცის თქმით, მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს „ქვეყნებს შორის“ თანამშრომლობას და სამხრეთ ოსეთის ჯარების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
„ნებისმიერი თვითმფრინავი რომელიც სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად განადგურებული იქნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში“, – განაცხადა ვალერი იახნოვციმ. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს არ აქვს მისი საჰაერო სივრცის სრულფასოვანი კონტროლის საშუალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები