რიონის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირება მოხდა
ხმაური იყო სოფელ ზარათში. დაპირისპირება სამართსლდცველებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა. მოსახლეობის თქმით, მათ მეზობელ სოფელში სურდათ წასვლა, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპრება მოჰყვა. გაბრაზებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია უკანონოდ ზღუდავს ადგილობროვების უფლებებს, რის გამოც მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლის გახდა.