მაშველები აბასთუმანში გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეძებენ

აბასთუმანში 3 დღის წინ გაუჩინარებულ 7 ახალგაზრდას ეძებენ. არსებული ინფორმაციით,  ისინი ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.

დაკარგულები უკანასკნელად ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, ბოლოს მათთან სატელეფონო კავშირი 3 ივნისს შედგა და მას შემდეგ ისინი ხაზზე არ გამოდიან.

დაკარგულებს 40 მეხანძრე-მაშველი ეძებს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონიც.

არსებული ინფორმაციით, სამძებრო პროცესში უკვე რეინჯერებიც ჩაერთნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები