ცაგერის სოფლებში უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩატარდა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის“ მედიკოსები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურეობას უწევენ. ამის შესახებ „კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ალუდა თუთისანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, თვალის კლინიკის მედიკოსები რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის წევრის გოჩა ენუქიძის პატრონაჟით მეორე კვირაა ცაგერში ჩამოდიან და თვალის დაავადებებს იკვლევენ.
“წინა კვირის უქმეებზე ოფთალმოლოგები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის მოსახლეობას მოემსახურნენ, ამჯერად კი სოფელ აღვს ესტუმრნენ და მაცხოვრებლებს სათანადო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარეს, უნდა ითქვას, რომ იმ პირობებში, როცა ლეჩხუმს ამ დარგის მიმართულებით კვალიფიციური სოპეციალისტი არ ჰყავს, მოსახლეობა ამ აქციით ძალიან კმაყოფილი დარჩა“-,განაცხადა საკრებულოს წევრმა.
თვალის კლინიკა“ ოფთალმიჯის“ ექიმები უფასო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს ცაგერის მუნიციპალიტეტში სხვა სოფლებშიც გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები