შალვა პაპუაშვილი: მთავარი არის, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი, რომ ეს უფლებები ირღვევა

მთავარი არის 2 რამ: ამ დაწესებულებაში ბავშვების უფლებები იყოს დაცული და მე-2 საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონში შეხვედრის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან პანსიონში ვითარების უკეთ შესასწავლად.

„მთავარი არის 2 რამ: ამ დაწესებულებაში ბავშვების უფლებები იყოს დაცული და მე-2 საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებები ირღვევა. ეს 2 საკითხი დღეს სრულად არის გარანტირებული იმით, რომ არის დაცული და სოც. მუშაკები არიან როგორც დღისით, ისე ღამით. ჩვენ გვქონდა საუბარი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან და ჩვენ ამაზე შევთანხმდით, რომ ეს არის ყველას მათ შორის დაწესებულების ინტერესიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები