ნარაზენში ,,ქართუ ჯგუფის” მიერ აშენებული ტაძრი ეკურთხა

ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ,,ქართუ ჯგუფმა“ ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაასრულა. კურთხევის ცერემონიალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა.

ტაძრის კურთხევას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ნარაზენში ტაძართან ერთად აშენდა სამრევლო სკოლა, კომპლექსი და მოეწყო მეურნეობა. სოფელში აქამდე ეკლესია არ ქონდათ.

„დღეს მოხდა ნარაზენის სამონასტრო კომპლექსის კურთხევა. მისი მშენებლობა მოხდა ქართუ ფონდის მიერ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართუ ჯგუფს, ისინი ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. ამჟამად ქართუ აშენებს ზუგდიდის თეატრს, ახდენს ხიბულაში ტაძრის მშენებლობას და მემორიალური სახლის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე მუშაობს ფოთში, აშენებს სპორტულ ინფრასტრუქტურას, ეს არის მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალი რასაც ეს ფონდი ამ წუთას ახორციელებს ჩვენს რეგიონში, თუმცა განხორციელებული პროექტების რიცხვი ბევრად მეტია. მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ცხოვრებაში და მიხარია, რომ დღეს ამ ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დავესწარი“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები