გოგი მეშველიანმა წალკის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა წალკის სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა სადაც ადამიანებმა ინდივიდუალური და მათი თემის საჭიროებები გაუზიარეს.
შეხვედრაზე ბარეთის მოსახლეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსწობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია რაზეც მაჟორიტარმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა დაწყებულია.
„ადგილობრივების უმრავლესობა ვერ ახერხებს უძრავი ქონების დაკანონებას და ეს თემა დღევანდელ შეხვერდრაზეც აქტუალური იყო.საკითხს დეტალურად შევისწავლით შემდგომი რეაგირებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან კომუნიკაცია , პირადად მათგან მოვისმინოთ თუ რა საჭიროებები აქვთ, სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს ჩვენს ოლქში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.