ქობულეთსა და კვარიათში ორ მამაკაცს ეძებენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “კვირას” განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათგან 7 მყვინთავია, ასევე, მცურავი საშუალება კატარღები, კვადროციკლები და დრონები.