რა დარღვევები გამოავლინა 2018 წელს რეგულირების სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონში
რა დარღვევები გამოავლინა 2018 წელს რეგულირების სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონში. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა, ტარიელ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ტარიელ კაშია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობების შესასწავლად მივიდა.
„ჩამოვედით, რათა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შევისწავლოთ სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები. 2018 წელს ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, 12 თვეში ერთხელ, 12 დღით ისინი აგარაკზე არ გაჰყავდათ და მენიუში არ იყო 3-კომპონენტიანი სადილი. ეს დარღვევები იყო. ეს გადამოწმდება, შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. შესაძლებელია, რომ ლიცენზია გაუქმდეს“, – განაცხადა რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.